სოფელ ტახტისძირში მინი სტადიონი მოეწყობა

სოფელ ტახტისძირში მინი სტადიონი მოეწყობა

  • 2020-12-01 21:53:37

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სოფელ ტახტისძირში  მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ პროცესს ადგილზე გაეცნო ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი.

ამ ეტაპზე ხორციელდება ფრაქციული ღორღით მოედნის საფუძვლის მოწყობისა და კუთხოვანებში კონვერტირებული მავთულბადის სექციებით სტადიონის შემოღობვის სამუშაოები. პროექტის ღირებულება შეადგენს 32 000 ლარს.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,მშენებელი 2020“.

მსგავსი პოსტები