ბორჯომს კიდევ ერთი კალათბურთის მოედანი შეემატება

ბორჯომს კიდევ ერთი კალათბურთის მოედანი შეემატება

  • 2020-12-03 17:10:40

ბორჯომში, მესხეთის ქუჩა N29-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში კალათბურთის მოედნის მოწყობა მიმდინარეობს
მოედანზე ფერადი ცემენტო-ბეტონის ფილის საფარი მოეწყობა, განთავსდება 3 ერთეული კალათბურთის ფარი. მოედანი 4 მეტრი სიმაღლის მავთულბადით შემოიღობება.
მიმდინარე სამუშაოებს, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გაიოზ დვალიშვილი ადგილზე გაეცნენ.
კალათბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოები დეკემბრის პირველ ნახევარში დასრულდება.

მსგავსი პოსტები