სოფელ ჭაჭარაქში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ ჭაჭარაქში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

  • 2020-12-04 21:57:15

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ახალი საჯარო სკოლის შენობა 60 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეწყობა საკლასო, სამასწავლებლო და დირექციის ოთახები, კლასლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, სანიტარული კვანძი და სხვა. სკოლას ასევე, ექნება ღია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი.
სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

მსგავსი პოსტები