ახალციხეში სამხატვრო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ახალციხეში სამხატვრო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

  • 2020-12-11 20:01:38

ქალაქ ახალციხეში სამხატვრო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში საკლასო სამუშაო ოთახებთან ერთად, მოეწყობა საგამოფენო დარბაზიც.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამხატვრო სკოლის მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების მქონე გარემოში შეძლებენ სწავლას.
პროექტი მოსწავლე-ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სასწავლო პირობების გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით 275 520 ლარით ფინანსდება.

მსგავსი პოსტები