სადარბაზოების რეაბილიტაციის სამუშაოები ქარელში

სადარბაზოების რეაბილიტაციის სამუშაოები ქარელში

  • 2020-12-12 17:06:55

ქარელში, ჭავჭავაძის ქ. #12-ში მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ერთობა“-ს სადარბაზოების რეაბილიტაციის სამუშაოები. რეაბილიტაცია მიმდინარეობს ქარელის მუნიციპალიტეტში მოქმედი „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის თანადაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, რაზეც გაიხარჯება 5 371 ლარი.
მრავალბინიან კორპუსში მოეწყო შესასვლელი ლითონის კარებები, შეიღება კედლები, ჭერი და მიმდინარეობს იატაკის მოწყობა კერამიკული ფილით.
სამუშაოებს ასრულებს შპს „ახალი სამშენებლო“.

მსგავსი პოსტები