გორში, ნადირაძისა და გვერდწითელის ქუჩების მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

გორში, ნადირაძისა და გვერდწითელის ქუჩების მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

  • 2020-12-14 19:25:55

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, ნადირაძისა და გვერდწითელის ქუჩების მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 39 944 ლარია.

პროექტის მიხედვით, მოეწყობა დეკორატიული ქვაფენილი, ფანჩატური, ატრაქციონები, განათება, რეზინის ფილები, დაიდგმება სკამები და სანაგვე ურნები.

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მიმდინარე წელს 38 პროექტის განხორციელება დაიგეგმა. ისინი ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია.

პროგრამისთვის 2020 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარი გამოიყო.

მსგავსი პოსტები