გორს 10 ახალი ავტობუსი გადაეცა

გორს 10 ახალი ავტობუსი გადაეცა

  • 2020-12-14 22:39:24

გორს 10 ახალი ავტობუსი გადაეცა.

სატრანსპორტო საშუალებები 50 მგზავრზეა გათვლილი.

ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

მუნიციპალიტეტი მუშაობს ახალი ავტობუსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

გორს სატრანსპორტო საშუალებები მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადასცა.

2021 წლის გაზაფხულამდე კი ქალაქს ეტაპობრივად გადაეცემა კიდევ 20 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, 12 ერთეული 83 მგზავრზე იქნება გათვლილი.

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ითვალისწინებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში, 18.7 მილიონ ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას.

მსგავსი პოსტები