ახალციხის მუნიციპალიტეტში შეჭირვებული ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის სასურსათო პაკეტების დარიგება დაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტში შეჭირვებული ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის სასურსათო პაკეტების დარიგება დაიწყო

  • 2020-12-16 18:08:13

ახალციხის მუნიციპალიტეტში შეჭირვებული ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის სასურსათო პაკეტების დარიგება დაიწყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20 პირს გაეწია დახმარება.

ბენეფიციარებს სასურსათო პაკეტები და ჰიგიენური საშუალებები მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა პირადად გადასცეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას გაწეული მხარდაჭერისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, სასურსათო ამანათების დარიგება მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეტაპობრივად გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები