კასპში იუსტიციის სახლი შენდება

კასპში იუსტიციის სახლი შენდება

  • 2020-12-17 17:04:00

კასპში იუსტიციის სახლი შენდება

სასამართლოს ყოფილ შენობაში, სსიპ „იუსტიციის სახლის“ კასპის საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 380 000 ლარია, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული „სს სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი“ ახორცილელებს. საზოგადოებრივი ცენტრი 10 თვეში დასრულდება და მოქალაქეებს ერთიან სივრცეში ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის საშუალება ექნებათ.

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაზრდის ხელშესაწყობად. საქართველოს მთავრობამ მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა საჯარო სექტორში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

მსგავსი პოსტები