ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის კუთვნილი საკვების დარიგება დაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის კუთვნილი საკვების დარიგება დაიწყო

  • 2020-12-17 18:07:42

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის კუთვნილი საკვების დარიგება დაიწყო.

აღსაზრდელების მშობლებს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის პერიოდში გათვალისწინებული პირველადი მოხმარების კვების პროდუქტები გადაეცემათ. სასურსათო პაკეტში 11 სხვადასხვა სახის პროდუქტია გათვალისწინებული, მათ შორის ხორცი, კვერცხი, ზეთი, კარაქი, შესქელებული რძე, მაკარონი, წიწიბურა, ბრინჯი, პური და ბანანი. გარდა ამისა, პატარებს საახალწლოდ ტკბილეულიც გადაეცემათ.

სასურსათო პაკეტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრისა და ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა.

საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს. პროცესს დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი მარინა მერაბიშვილი ადგილზე გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია, თუმცა კუთვნილ სასურსათო პაკეტს და საახალწლო ტკბილეულს უახლოესი დღეების განმავლობაში, ეტაპობრივად ახალციხის მუნიციპალიტეტის 26- ვე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი მიიღებს.

მსგავსი პოსტები