ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამის ფარგლებში სასურსათო პაკეტების დარიგება დაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამის ფარგლებში სასურსათო პაკეტების დარიგება დაიწყო

  • 2020-12-17 15:31:59

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამის ფარგლებში სასურსათო პაკეტების დარიგება დაიწყო.

ბენეფიციარებს სასურსათო დახმარება (ფქვილი, ზეთი, შაქარი, ბრინჯი, ვერმიშელი,მაკარონი), ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა პირადად გადასცეს.

აღნიშნული დახმარება, ჯამში 350 ოჯახს გაეწევა, მათ შორის უკიდურესად გაჭირვებულ და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს.

გარდა ამისა, საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია შეჭირვებული ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის საკვები პროდუქტების დარიგებას ეტაპობრივად გააგრძელებს.

მსგავსი პოსტები