ახალციხეში ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალციხის სათნოების სახლში საქველმოქმედო აქცია მოეწყო

ახალციხეში ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალციხის სათნოების სახლში საქველმოქმედო აქცია მოეწყო

  • 2020-12-17 16:33:05

ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალციხის სათნოების სახლში საქველმოქმედო აქცია მოეწყო.

აქციის ფარგლებში, ა(ა)იპ „ახალციხის სათნოების სახლის“ 200-მდე ბენეფიციარს, დღეს კუთვნილ საკვებთან ერთად, ლობიანებიც დაურიგდათ.

აღსანიშნავია, რომ აქციის ჩატარებისა და სათნოების სახლის ბენეფიციარებისათვის ბარბარობის მილოცვის იდეა ახალციხელ ინგა ბანკანაშვილს ეკუთვნის. ინიციატივას რამდენიმე მოქალაქე და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შეუერთდნენ, მათ შორის შემოწირულობა გაიღო ლალი ჩიტაურმა. სადღესასწაულო ნობათი შპს ,,ბეღელის“ და ინდ. მეწარმე დავით გვარამაძის ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა.

სათნოების სახლის ბენეფიციარებს ბარბარობის დღესასწაული მიულოცა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ. მან ასევე, მადლობა გადაუხადა აქციის ორგანიზატორებს გაწეული მხარდაჭერისა და ქველმოქმედებისთვის.

მსგავსი პოსტები