ბაკურიანის ურბანული განახლება და აბასთუმნის ახალი ტიპის კურორტად ჩამოყალიბების მიზნით განხორციელებული სამუშაოები

ბაკურიანის ურბანული განახლება და აბასთუმნის ახალი ტიპის კურორტად ჩამოყალიბების მიზნით განხორციელებული სამუშაოები

  • 2020-12-18 17:44:58

აბასთუმნის ახალი ტიპის კურორტად ჩამოყალიბების მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რეაბილიტირდა აბასთუმნის 18 ისტორიული სახლი; ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია;1982 წელს აშენებული საბაგირო გზა.
შემუშავდა აბასთუმნის გენგეგმა, პროექტების ჯამური ინვესტიცია 80 მლნ ლარია (მსოფლიო ბანკი WB)

ბაკურიანის ურბანული განახლების მიზნით, დასრულდა 70 მილიონი ლარის 8 პროექტი. რეაბილიტირდა ანდეზიტი-ციხისჯვრის გზა; აშენდა ბაკურიანის შემოვლითი გზა; გაფართოვდა მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი 3 კილომეტრამდე გზა და დიდველის პარკინგი; აშენდა პოლიციის ახალი შენობა; დასრულდა ბაკურიანის წრიული გზის და განათების მოწყობა; შემუშავდება სატრანსპორტო და საფეხმავლო მოძრაობის გეგმა, დაბის ცენტრალური ნაწილის განახლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის, ცენტრალური სატრანსპორტო სადგურის და ავტოსადგომების პროექტები. უკვე ჩამოსულია 10 ერთეული ავტობუსი და 4 სპეცტექნიკა.

იხილეთ ვრცლად: 

მსგავსი პოსტები