ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ რუსთავის საბავშო ბაღში დასრულებული შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ რუსთავის საბავშო ბაღში დასრულებული შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • 2020-12-18 14:52:53

17 დეკემბერს, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, მერის მოადგილემ ლევან ბერიძემ და ა(ა)იპ ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა ელისო ბექაურმა სოფელ რუსთავის საბავშო ბაღში დასრულებული შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე ტიპის საპირფარეშო , სამზარეულო, მოწესრიგდა სველი წერტილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოთახებს. საბავშვო ბაღი მოემსახურება სოფელ რუსთავში მცხოვრებ აღსაზრდელებს.

აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ნუკია".

მსგავსი პოსტები