გორში პირველად ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი

გორში პირველად ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი

  • 2020-12-19 17:30:41

30 ავტობუსიდან 25 უკვე გორშია.

დღეს, ქალაქში კიდევ 15 სატრანსპორტო საშუალება შემოვიდა.

მოგეხსენებათ, რომ 10 ავტობუსი გორის მუნიციპალიტეტს ერთი კვირის წინ გადაეცა.

გორში პირველად ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რითაც ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდება.

მუნიციპალიტეტი უკვე მუშაობს ახალი ავტობუსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

სატრანსპორტო საშუალებები მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადმოგვცა.

ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს .

მსგავსი პოსტები