დაბა სურამის გენერალური გეგმის და ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

დაბა სურამის გენერალური გეგმის და ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

  • 2020-12-21 16:09:53

დღეს დაბა სურამის გენერალური გეგმის და ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. პანდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვა დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მოეწყო.

გენგეგმის განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გვენცაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ქურდაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი სერგო ლალიაშვილი, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების ხელმძღვანელი ლია ჯიქურაშვილი, მერის წარმომადგენელი სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში ირაკლი ჩადუნელი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საზოგადოების წარმომადგენლები.

შეხვედრა გახსნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გვენცაძემ. მან აღნიშნა, რომ შემუშავდა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელმაც უკვე გაიარა დამტკიცებისთვის საჭირო ყველა ეტაპი.

შპს „ურბანიკასწარმოამდგენელმა ირაკლი მურღულიამ აუდიტორიას წარუდგინა სურამის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც წარმოადგენს დაბა სურამის საზღვარში მრავალფაქტორული ანალიზის და კვლევის შედეგად ჩამოყალიბებულ სტრატეგიული მიზნების და ამოცანების განხორციელების გზამკვლევს.

გეგმის რეზიუმე შემდეგ საკითხებს მოიცავს:

• დაბა სურამის ფუნქციური ზონები, ქვეზონები;

• დაბა სურამის სოციალური ინფრასტრუქტურა;

• დაბა სურამის ტექნიკური ინფრასტრუქტურა;

• დაბა სურამის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა;

• დაბა სურამის ტექნოგენური და ბუნებრივი გარემოს შეზღუდვები;

• დაბა სურამის სამშენებლო ტერიტორიები და მათი რეგლამენტები;

• დაბა სურამის კულტურული მემკვიდრეობა და ღირებული შენობა–ნაგებობები;

• დაბა სურამის ტურისტული ჰაბი

• დაბა სურამის გენ–გეგმის სამოქმედო გეგმა–გრაფიკი;

გაიმართა დისკუსია. ირაკლი მურღულიამ უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს.

შეხვედრის დასასრულს, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და შპს „ურბანიკას“ გაწეული შრომისთვის და აღნიშნა, რომ განვითარების გენერალური გეგმა მუნიციპალიტეტისთვის გახდება სახელმძღვანელო დოკუმენტი სურამში ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისას.

მსგავსი პოსტები