გორში, ახალბაღის რეაბილიტაცია მალე იწყება

გორში, ახალბაღის რეაბილიტაცია მალე იწყება

  • 2020-12-21 13:20:12

ახალბაღის რეაბილიტაცია მალე იწყება.

უსაფრთხოების მიზნით, ზოოპარკი ცხოველებისგან დროებით თავისუფლდება.

დღეს დათვი გადაიყვანეს თბილისის ზოოპარკში. დანარჩენი ცხოველებიც ეტაპობრივად დატოვებენ პარკს.

ობიექტის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ტენდერი მალე დასრულდება.

შესყიდვის ღირებულება 7 863 026 ლარია.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

იგეგმება პარკის შემოღობვა, მის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების რეაბილიტაცია მათ შორის ზოოპარკისაც, მოეწყობა საველოსიპედე ბილიკები, გასართობი და სპორტული სივრცეები, ახალი გარეგანათება, კომუნიკაციები და ა.შ.

მსგავსი პოსტები