გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, ე.წ. ჩინეთის უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, ე.წ. ჩინეთის უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

  • 2020-12-22 15:04:44

ხიდისთავში, ე.წ. ჩინეთის უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

502 მეტრიანი გზის მონაკვეთის ასფალტირებას, რომელიც სასაფლაოსკენ მიემართება, 304 345 ლარი მოხმარდა.

პროექტის მიხედვით განხორციელდა სავალი ნაწილის ასფალტირება, მოეწყო გზის მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.

ადგილობრივების განცხადებით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. გრუნტიანი გზა გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ქვეითებს.

მსგავსი პოსტები