საგრანტო კონკურსი ადგილობრივ მეწარმეთა მხარდასაჭერად

საგრანტო კონკურსი ადგილობრივ მეწარმეთა მხარდასაჭერად

  • 2020-10-20 14:04:14

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო საგრანტო  "ადგილობრივთა ინიციატივა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ეკონომიკური განვითარებისათვის" კონკურსს აცხადებს.

კონკურსი, რომელიც  "რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა" ფარგლებში ცხადდება, LDA Georgia- მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, ასევე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

საგრანტო კონკურსის სამიზნე არეალი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი, 4 მუნიციპალიტეტი - ამბროლაური, ონი, ცაგერი და ლენტეხია.

კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლეიც მიმართული იქნება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში არსებული მუნიციპალიტეტების - ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის ეკონომიკური გაძლიერებისაკენ

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეგიონში დამწყებ ან არსებულ მეწარმეებს/ფერმერებს/ბიზნესმენებს, რომლებიც ამავე რეგიონში გრანტით დაფინანსებულ საქმიანობას განახორციელებენ.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 02 ნოემბერი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ   2020 წლის, 20 ნოემბერს გახდება ცნობილი

საპროექტო განაცხადის ფორმა (დანართი 1), თანდართულ ბიუჯეტთან ერთად (იხ.დანართი 2) უნდა გამოგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: ldageorgiakutaisi@gmail.com 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დოკუმენტი  ფაილის გადმოწერა:
ფაილის გადმოწერაdanartebi-1.rar

მსგავსი პოსტები