ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის კუთვნილი საკვების დარიგება გრძელდება

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის კუთვნილი საკვების დარიგება გრძელდება

  • 2020-12-23 17:45:45

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის კუთვნილი საკვების დარიგება გრძელდება.

პროცესს სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ადგილზე გაეცნენ.

სასურსათო პაკეტში 11 სხვადასხვა სახის პროდუქტია გათვალისწინებული, მათ შორის ხორცი, კვერცხი, ზეთი, კარაქი, შაქარი, შესქელებული რძე, მაკარონი, წიწიბურა, ბრინჯი, პური და ბანანი. გარდა ამისა, პატარებს საახალწლოდ ტკბილეულიც გადაეცათ.

სასურსათო პაკეტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრისა და ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა.

მსგავსი პოსტები