ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ სოფელ ვარხანში მიმდინარე, ხელოვნურ საფარიანი მინი მოედნის მოწყობის სამუშაოები ადგილზე მოინახულა

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ სოფელ ვარხანში მიმდინარე, ხელოვნურ საფარიანი მინი მოედნის მოწყობის სამუშაოები ადგილზე მოინახულა

  • 2020-12-23 13:47:19

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ ინფრასტრუქტურის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, სოფელ ვარხანში მიმდინარე, ხელოვნურ საფარიანი მინი მოედნის მოწყობის სამუშაოები ადგილზე მოინახულა.

მიმდინარეობს, სოფელ ვარხანში ხელოვნურ საფარიანი მინი ფეხბურთის მოედნის მოწყობა, პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, დაიგება ხელოვნური საფარი, მოეწყობა ლედ-განათება და დამონტაჟდება კალათბურთისა და ფრენბურთის ფარი.

პროექტის განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 82 000 ლარი გაიხარჯება.

მსგავსი პოსტები