ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, შეჭირვებული ოჯახების დახმარებას აგრძელებს

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, შეჭირვებული ოჯახების დახმარებას აგრძელებს

  • 2020-12-24 16:40:37

გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და დაწესებული შეზღუდვების გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, შეჭირვებული ოჯახების დახმარებას აგრძელებს. მათ პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები, ფქვილი და ტკბილეული ურიგდებათ.

პროდუქტის დაფასოებისა და განაწილების პროცესში მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპ „კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომლები არიან ჩართული.

სასურსათო ამანათების დარიგებას, როგორც ქალაქ ახალციხეში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და საკრებულოს თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

შექმნილი მდგომარეობის გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტში შეჭირვებული ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის საკვები პროდუქტების დარიგება რამდენიმე კვირაა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები