ა(ა)იპ „ახალციხის სათნოების სახლის“ 190 ბენეფიციარს, კუთვნილ საკვებთან ერთად, სადღესასწაულო ნობათიც გადაეცათ

ა(ა)იპ „ახალციხის სათნოების სახლის“ 190 ბენეფიციარს, კუთვნილ საკვებთან ერთად, სადღესასწაულო ნობათიც გადაეცათ

  • 2020-12-25 15:50:13

ა(ა)იპ „ახალციხის სათნოების სახლის“ 190 ბენეფიციარს, კუთვნილ საკვებთან ერთად, სადღესასწაულო ნობათიც გადაეცათ.

პროდუქტის გაცემის პროცესს ადგილზე გაეცნო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე. მან წინასწარ მიულოცა დამდეგი ახალი წელი ბენეფიციარებს და თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა.

გარდა ამისა, სათნოების სახლის ბენეფიციარებს, საახალწლოდ მუნიციპალიტეტის მერიისგან 100 ლარის ოდენობით, ფულადი დახმარებაც ჩაერიცხათ.

მსგავსი პოსტები